დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია

09 თებერვალი 2019, 00:00 1507 ნახვა

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია. რაც შეეხება იმას, რომ საპატრიარქოს განცხადება მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით საზოგადების ნაწილმა მუქარად აღიქვა, დეკანოზის შეფასებით, ასეთი ინტერპრეტაცია გადამეტებულია.

 რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა,რომლის თანახმად ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი