ხულოში, სოფელ ზემო ვაშლოვანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

07 თებერვალი 2019, 00:00 1356 ნახვა

ხულოში,   სოფელ ზემო ვაშლოვანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს წყლისა და საკანალიზაციო სისტემის გაყვანა. მერია საბავშვო დაწესებულებისთვის ავეჯის შესაძენად ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. როგორც თვითმმართველობაში განმარტეს  ბაღი ექსპლუატაციაში გაზაფხულზე შევა.

ამავე პერიოდში გაიხსნება სოფლების ბოძაურისა და ბეღლეთის საბავშვო ბაღებიც. მუნიციპალიტეტში ამჟამად 20 სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი