პირველი კოქტეილი ქართული ღვინით, რომელსაც ბარმენთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგენენ

07 თებერვალი 2019, 00:00 2309 ნახვა

,,Welcome to Georgia’’-ს ფარგლებში, ქართულ ღვინოზე დამზადებული პირველი კოქტეილი საქართველოს ბარმენთა ასოციაციამ წარადგინა, რომელიც მსოფლიო კოქტეილების ენციკლოპედიაშიც შევა.  

"ბარმენთა მსოფლიო საერთაშორისო" დღისთვის დამზადებულ კოქტეილს თამამად შეიძლება ეწოდოს ქართული, რადგან მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტებით დამზადდა და ქართული დროში ასოციაციას იწვევს.  სწორედ ამ კოქტეილით წარდგება საქართველო ბარმენთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩინეთში გაიმართება. 

მსოფლიო ბარმენთა ასოციაციის ექსპრეზიდენტი რონი ბუსმანი ამბობს, რომ ქართველ კოლეგებს კოქტეილების გაახლებაში ეხმარება. "ამასთან შევქმენით პირველად ქართული პროდუქტებით ახალი კოქტეილი, რომელის მთავარი პროდუქტი ქართული ღვინოა. როგორც ჩანაფიქრში გვქონდა, ქართული დროშის ასოციაციას იწვევს, არის წითელი და ზემოდან თეთრი ფერით ფორმდება, ფერთა ეს კომბინაცია კი დროშის ასოციაციას იწვევს". 

რონი ბუსმანი - მსოფლიო დონის ბარმენი, მიქსოლოგი, ტრენერი, არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი და ბარმენთა მსოფლიო და საერთაშორისო ტურნირების ჟიურის ხელმძღვანელია. მან ქართველ ბარმენებს მასტერკლასი ჩაუტარა, საქართველოში იგი დასაქმების სააგენტოს მოწვევით ჩამოვიდა. 

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში