ჰიპ-პოჰ არტისტი აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე შავი პრინცი, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.
მომღერლის გარდაცვალების შესახებ Facebook-ზე მისი მეგობრები ერეკლე დეისაძე და რეპერი ჯერონიმო წერდნენ.
ქართული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა, მუსიკალური საქმიანობა 90-იან წლებში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2000 წელს გახდა.
1995 წელს მან ჯგუფი "ძებნილი" შექმნა.
რეპის მოყვარულებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა კომპოზიციები “ავიარე-ჩავიარე” და “მი ბანდიტო”.