კიევის წმინდა სოფიას ტაძარში 40 წლის მიტროპოლიტი ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა

03 თებერვალი 2019, 00:00 1761 ნახვა

კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში უკრაინის ახლად შექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა. მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, გალის მიტროპოლიტმა ემანუელმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა მეთაურმა, მიტროპოლიტმა მაკარიმ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა მიტროპოლიტმა სიმეონმა მიტროპოლიტი ეპიფანე რიგრიგობით დასვეს სამღვდელმთავრო ტახტრევანზე შეძახილით „აქსიოს“. უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი დღევანდელ ინტრონიზაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.

მისი სახელით უკრაინის ახალ მიტროპოლიტს მისალოცი წერილი გაეგზავნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევში ინტრონიზაციის ცერემონიალს უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე ესწრებოდა. წირვას "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა და თეოლოგი ბექა მინდიაშვილიც დაესწრნენ. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაციას არ დასწრებია საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი.

ამავე კატეგორიაში