ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში კონფერენცია გაიმართა. ფორუმში მონაწილე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა , თემაზე „კლიმატის ცვლილება და ჭარბტენიანი ტერიტორიები”, მოხსენებები წარმოადგინეს.
პირველად თარიღი 1997 წელს აღინიშნა, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას კი 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი. რამსარის კონვენციას საქართველო 1996 წელს შეუერთდა. 1997 წლიდან ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა.