''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა წყლის მილი, რის გამოც აბონენტთა ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება.
შეზღუდვები 11:30 საათიდან, 19:00 საათამდე იმოქმედებს.
წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:
ქეთევან წამებულის ქუჩას და მიმდებარე ჩიხებს;
გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩას: ორბელიანისა და ვარშანიძის ქუჩების მონაკვეთში;
ჯავახიშვილის ქუჩას: N68-დან, N82-ის ჩათვლით;
ბაგრატიონის ქუჩას: N198-დან, N202-ის ჩათვლით;
აბუსერიძის ქუჩას: N26გ- სა და N26ბ-ში
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული.
''გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით''.