I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთო

30 იანვარი 2019, 00:00 1367 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების  I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა  ''მარმალზე'' გაიმართა. პირად შემადგენლობას სიტყვით საერთაშორისო მხარდამჭერი ბატალიონის მეთაურმა მიმართა.

უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. გერმანიის სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი