აჭარის სანაპირო კურორტებზე, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი იქნება.
28 და 29 იანვარს ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ოთხშაბათსა და პარასკევს კი +17, +19 გრადუსამდე დათბება. პერიოდულად იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.
მთიან ზონაშიც მიმდინარე კვირის განმავლობაში, თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +9, +11 გრადუსი.
თბილი და მზიანი ამინდი, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზეა მოსალოდნელი.