რა გახდა 34 წლის მამაკაცის დაღუპვის მიზეზი?

26 იანვარი 2019, 00:00 10605 ნახვა

ბათუმელი მამუკა ანანბა  თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 18 იანვარს გარდაიცვალა. მანამდე კი, მაღალი ტემპერატურითა და სავარაუდოდ  H1N1 ვირუსით, ბათუმის ორ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. გარდაცვლილის მამა, სწორედ ამ კლინიკების მიმართ გამოთქვამს ეჭვს და პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ მის შვილს სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.

ოჯახის ბრალდებებს არ ეთანხმებიან ბათუმის ინფექციურ და რეფერალურ საავადმყოფოებში, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტს ყველა შესაბამისი პროცედურა გაეწია.  მამუკა ანანბას  ტრაპიზონში გადაყვანის გადაწყვეტილება ოჯახმა მისი მდგომარეობის დამძიმების შემდეგ მიიღო, თუმცა უშედეგოდ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი