ლიბიაში დაღუპული ქართველი მეზღვაურის გადმოსვენება ჯერ ისევ ვერ ხერხდება

26 იანვარი 2019, 00:00 1796 ნახვა

ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის ცხედარი საქართველოში ამ დრომდე არ ჩამოუსვენებიათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, გარდაცვლილის გადმოსვენების პროცესი  ექსპერტიზის გამო ყოვნდება. ვლადიმერ კონსტანტინიდის  ინფორმაციით,  უწყებამ  ლიბიის პროკურატურისგან მიიღო ცნობა, რომ  ცხედარს ამჟამად პათოლოგიურ - ანატომიური ექსპერტიზა უტარდება,  რომლის  დასრულებისთანავე გამოძიება მიიღებს გადაწყვეტილებას ცხედრის გადმოცემაზე. სწორედ ექპერტიზა დაადგენს, რა გახდა  ახალგაზრდა მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი.

დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით,  7 იანვარს გემი ლიბიის ნავსადგურ მისურატა-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით მორიგეობის დროს გაუჩინარდა. ოჯახს მომხდარის შესახებ 16 იანვარს შეატყობინეს. გაუჩინარებული მეზღვაურის ცხედარი კი სამძებრო სამუშაოების  შედეგად 21 იანვარს იპოვეს.  მომხდარს ლიბიის პროკურატურა იძიებს.

ამავე კატეგორიაში