ჭახათისთვის მთის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

25 იანვარი 2019, 00:00 1618 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის თემში ითხოვენ „მთის სტატუსის“ მინიჭებას და არსებული შეღავათებით სარგებლობას. ამ თემში, ამჟამად სტატუსით მხოლოდ 2 სოფელი - ხინო და დიდვაკე სარგებლობს.  

დარჩენილი 7 სოფლის 150-ზე მეტი ოჯახი კი შეღავათების გარეშეა. ამბობენ, რომ შესაძლოა ვერ აკმაყოფილებენ რამდენიმე კრიტერიუმს, თუმცა სოფლები მთავარ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია.

მთის კანონი მოსახლეობისთვის შეღავათებს საპენსიო, სახელფასო და კომუნალური გადასახადების მიმართულებით ითვალისწინებს. ადგილობრივებმა უკვე მიმართეს ქობულეთის მაჟორიტარს პარლამენტში. ახლა საკითხი შესაბამისმა კომისიამ უნდა განიხილოს.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი