პირველ საჯარო სკოლაში ახალ კორპუსებთან დამაკავშირებელი გადასასვლელის მშენებლობისთვის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებული კომპანია თებერვლის ბოლომდე გამოვლინდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 38 ათას 145 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები არდადეგების პერიოდში დაიწყება , რომელიც 1 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.