რამდენად გამჭვირვალეა მუნიციპალიტეტების მთავრობების მუშაობა და ვებ-გვერდები, რა ინფორმაციას ინახავს, უნდა ინახავდეს, ან არ იძებნება ინტერნეტ-გვერდებზე - ამ საკითხით დღეს სოფო შავაძე დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მუშაობს და 2 თვეა გათიშულია შუახევის მერიის და საკრებულოს გვერდი.
ხარვეზებით მუშაობს ხულოს ადგილობრივი მთავრობის ვებ-გვერდი, რომლის განახლებისთვისაც, ცნობისთვის გასულ ზაფხულს 4 ათასი ლარი დაიხარჯა. ასევე, ხარვეზები აქვს ქობულეთის ვებ-გვერდსაც. გამართული და მეტად ინფორმაციულია ოფიციალური ინტერნეტ-გვერდები ქედასა და ხელვაჩაურში.
რეკომენდაციები ჰქონდა გასულ წელს ამ მიმართულებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს.“ ორგანიზაცია წელს ისევ აპირებს თემას მიუბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის პრაქტიკული გამოქვეყნება მუნიციპალიტეტების მთავრობებისთვის სავალდებულოა.