ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს სასამართლოში დღეს დაკითხავენ

22 იანვარი 2019, 00:00 1471 ნახვა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ. მას კითხვებზე პასუხის გაცემა ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარი ჩხუბის  გამო მოუწევს. იგი  ჩემპიონატზე შეხლა-შემოხლას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მას რაიმე საგნის გამოყენებით დაზიანება არავისთვის მიუყენებია.

ამასთან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გამორიცხავს, რომ მან დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით  დაიწყო.

ამავე კატეგორიაში