დაპირისპირება მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს შორის. გავრცელდა სხალთის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონის ქადაგება, რომლითაც იგი ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრე ცაავას მიმართავს და მოუწოდებს, რომ კათოლიკოს პატრიარქის საწინააღმდეგო ქმედებები შეწყვიტოს. გთავაზობთ ქადაგების ნაწილს.
სხალთის მთავარეპისკოსპოსი მეუფე სპირიდონს პასუხობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა. ითხოვს საეკლესიო სასამართლოზე განიხილონ სხალთის მთავარეპისკოსპოსის ქმედებები, ასევე ეპარქიების მღვდელმთავრებმა შეისწავლონ მეუფე სპირიდონის საქმე და 6 თვის განმავლობაში დადონ დასკვნა.
გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ვკითხულობთ. ,,ქვეყნის სიყვარული, ღვთისა და ერის წინაშე მიღებული მღვდელმთავრული პასუხისმგებლობა მაიძულებს ვუპასუხო არათუ დასმულ შეკითხვებს, არამედ თქვენს მიერ გამოთქმულ ცილისწამებასაც. თქვენი ქადაგება მრევლში დიდი ხანია გაორებას იწვევს და არაერთგზის დამსახურებულად იყავით მხილებული.
ვიდრე ეკლესია სამართლებრივად შეეხება დასმულ საკითხს, როგორც სინოდის წევრი თავს ვალდებულად ვთვლი, გამხილოთ და მოგიწოდოთ საჯარო სინანულისკენ. თქვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვები დაგროვდა, რაზეც ჯერ პასუხი არ მიგვიღია.
ბრალს მდებთ, რომ თითქოს სხვის დავალებას ვასრულებ და ვახმოვანებ. და რა დოზითაც ჩაერიეთ 80-იანი წლების ბოლოს ეკლესიისა და მცხეთის სასულიერო სემინარიის შიდა საქმეებში, როგორც ჩანს ეს არ იყო არც რწმენით, არც სინდისის ხმით ნაკარნახევი და არც ეროვნული სულისკვეთებით გამოწვეული.