სპორტსმენების კვების რაციონი და სპეციალისტების რეკომენდაციები

17 იანვარი 2019, 00:00 6474 ნახვა

ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება სპორტს მიუძღვნეს, აუცილებელია სწორად იკვებონ, მაგრამ  როგორ ვიკვებოთ სწორად ფიზიკური დატვირთვის დროს, ისე რომ,  ორგანიზმმა არ განიცადოს ენერგეტიკული ღირებულებების ნაკლებობა?

საკვები პროდუქტების სწორად შერჩევას, საკვებ რაციონსა და კვების რეჟიმს  დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც სპორტით და ზოგადად რეგულარული ვარჯიშით არის დაკავებული. საკვებმა ყოველ კონკრეტულ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს ორგანიზმის მომარაგება საკმარისი რაოდენობის კალორიებით, საკვები ნივთიერებებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. ფიტნეს ინსტრუქტორ  შაკო ყულიაშვილის მთავარი რეკომენდაციაა:  ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება.

საკვებმა უნდა უზრუნველყოს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზება და გააქტიურება ორგანიზმში, ხელი შეუწყოს სხეულის მასის მატებას ან შემცირებას, ზოგჯერ კი - უცვლელ მდგომარეობაში შენარჩუნებას - შეცვალოს სხეულის ზოგადი მდგომარეობა, გაზარდოს კუნთების მოცულობა და შეამციროს ცხიმოვანი ქსოვილი; საკვების მიღებასთან ერთად სპორტულ კვებით დანამატს რეკომენდაციას  უწევს ფიტნეს ინსტრუქტორი ზაქარია ცერცვაძე განსაკუთრებით კი აუცილებლად მიიჩნევს  სპორტსმენებისთვის, რომლებიც ძალისმიერი სპორტით არიან დაკავებულნი. სპორტული კვებითი დანამატის მიღება ეკრძალება 18 წლამდე მოზარდებს, მეძუძურ დედებსა და ორსულებს.

ყველა ადამიანისთვის, თუმცა განსაკუთრებით სპორტსმენისთვის აუცილებელია უცხიმო ხორცის,  ხილის და ბოსტნეულის მიღება./ საფეხბურთო კლუბ ბათუმი დინამოს ბავშვთა სკოლის ექიმის თქმით ყურადღება უნდა მიექცეს ვარჯიშის დროს წყლის მიღებას,როგორც კობა აფხაზავა ამბობს ფიზიკური აქტივობის დროს დაკარგული სითხე, ორგანიზში, იმავე რაოდენობის წყლით უნდა შეივსოს.  გაუწყლოვნებამ შესაძლოა კუნთების უეცარი სპაზმი ან კრუნჩხვები გამოიწვიოს. რეკომენდაციას უწევს დღეში ერთ ფინჯან ნალექიან  ყავას ან  750 მლ კოფეინის შემცველ გაზიან სასმელს, რომელიც ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში