წელს შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საზაფხულო იალაღის გზის რეაბილიტაცია იგეგმება. შუახევი-ჩირუხის გზაზე ასფალტ-ბეტონის დაგებას აჭარის საგზაო დეპარტამენტი გეგმავს. პროექტისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.