ჰოკეიში პირველი ადგილი აჭარის ვაჟთა ნაკრებმა მოიპოვა

13 იანვარი 2019, 00:00 1178 ნახვა

ჰოკეიში ტურნირი დასრულდა. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან გოგონათა და ვაჟთა 6 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილის მოპოვება აჭარის ვაჟთა ნაკრებმა შეძლო, რომელმაც ფინალში იმერეთის გუნდი დაამარცხა. 

დღესვე გაიმართა გამარჯვებულ გუნდების დაჯილოდვების ცერემონია.     ტურნირი ვეტერანი სპორტსმენის ნიკოლოზ ბარამიძის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა. ის წლების განმავლობაში მწვრთნელისა და მოთამაშის პოზიციაზე ჰოკეის გუნდში მოღვაწეობდა, იყო ერთ-ერთი პირველი ჩემპიონი. ორგანიზატორები ტურნირის გამართვას  სამომავლოდაც გეგმავენ.

ამავე კატეგორიაში