უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარადგინა - აცხადებენ კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.
ამიტომ მესამე სექტორი პარლამენტს მოუწოდებს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყოს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა ცოტა ხნის წინ ,,მთავართან“ კომენტარი.