საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულისთვის ემზადება. საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება დღეს 23 საათიდან დაიწყება, ტრადიციულად, მრევლი ილია მეორის საშობაო ეპისტოლესაც ელოდება, რომელშიც კათოლიკოს პატრიარქი მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
მოგვიანებით, შობის ღამეს ფანჯრებში სანთლები აინთება – უკვე რამდენიმე წელია, მოსახლეობა დღესასწაულს სწორედ ასე ხვდება. ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა. შობის დღესასწაულზე, სანთლების ფანჯარასთან დანთება მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა.