საგზაო მონიშვნები

02 აგვისტო 2016, 00:00 3241 ნახვა

თამარის გზატკეცილზე საგზაო მონიშვნები სრულდება, რის გამოც დილის 6 საათიდან ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალის ეს მონაკვეთი ცალმხრივად გადაკეტილი იყო. სამუშაოები ხვალ ქუჩის მეორე მხარეს გაგრძელდება. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს უფროსის განცხადებით, ქალაქის საგზაო მონიშვნები სრულდება. შემდგომ იგეგმება ველობილიკებისა და ავტობუსების გაჩერებების მონიშვნა.  გიორგი ჩხეიძის განცხადებით, სააგენტო სამუშაოებს ახალი სპეციალური ტექნიკით ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში