ზაზა ოქუაშვილს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობა აღარ უნდა

20 დეკემბერი 2018, 00:00 2415 ნახვა

დღეს, 20 დეკემბერს, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა უმაღლეს საბჭოს დეპუტატობის უფლების შეჩერების მოთხოვნით მიმართა. 

"ომეგა" ჯგუფის დამფუძნებელი, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პატრიოტთა ალიანსის კვოტით გახდა.  სულ რამდენიმე სხდომას დაესწრო. 2016 წლიდან დღემდე, ის სულ რამდენიმე სხდომას ესწრებოდა.

ორი დღის წინ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა გაცდენების გამო, ზაზა ოქუაშვილს უფლებამოსილება შეჩერებოდა.  

ზაზა ოქუაშვილის ანაზღაურება 3900 ლარს შეადგენდა. 

ზაზა ოქუაშვილმა, ბოლო პერიოდში,  საზოგადოებას სკანდალური ფარული ჩანაწერების გავრცელებით დაამახსოვრა თავი. ოქუაშვილი ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილის ფულის გამოძალვასა და შანტაჟში ადანაშაულებდა. 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ რატომ იწყვეტს უფლებამოსილებას დეპუტატი  უცნობია, რადგან განცხადებაში ამის თაობაზე  ზაზა ოქუაშვილი არ საუბრობს. 

"ბატონი ზაზას განცხადება დარეგისტრირდა უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში, შემდეგ განცხადება დაეწერება სახელმწიფო და იურიდიულ კომისიას, რომელიც იმსჯელებს არაუგვიანეს 15 დღეში ამ განცხადებაზე. გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს კომისიამ 7 დღეზე ადრე, რადგან დეპუტატს აქვს უფლება გაიწვიოს მისი განცხადება. 

შემდეგ უკვე, კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება კენჭისყრა, სავარაუდოდ მოგვიხდება რიგგარეშე სესიის ჩანიშვნა" - განაცხადა დავით გაბაიძემ

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი