ხელშეკრულების პირობის დარღვევის გამო ბაღის მშენებელი კომპანია დაჯარიმდება

17 დეკემბერი 2018, 00:00 1324 ნახვა

სოფელ ზუნდაგაში არსებული ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სადაც  საბავშვო ბაღი უნდა განთავსდეს, გაჭიანურდა. სამუშაოები 25 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.

ქედის მერიაში ამბობენ,  მშენებლობა ხელშეკრულების მიხედვით ვერ დასრულდა, რის გამოც  კომპანია დაჯარიმდება.  მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ადმინისტრაციულ შენობაში საბავშვო ბაღის გარდა სამედიცინო პუნქტი და თემის წარმომადგენლის კაბინეტი უნდა განთავსდეს. მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 791 ათას 270 ლარი დაიხარჯა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი