აჭარაში მომდევნო 2 დღის განმავლობაში უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. სანაპირო კურორტებზე +15, +17, მთიან რაიონებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
18 და 19 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ცივი ამინდი შენარჩუნდება. მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ტემპერატურა +6, +8 გრადუსი იქნება.