ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ჩუმლაყში. ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მისცეს თელავში შესვლის საშუალება. სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზე, რაზეც მათგან უარი მიიღეს.
აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის დარღვევა ავტომობილებით სცადეს. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია.
გურჯაანში კვლავ ხმაურია, აქციის მონაწილეები თელავის მიმართულებით გადაადგილებას ითხოვენ.