რა შემთხვევაში შეძლებენ უცხოელები მიწის შეძენას?

15 დეკემბერი 2018, 00:00 1395 ნახვა

7 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება, მაშინათვე იქცა საზოგადოებაში განსჯისა და პროტესტის მიზეზად. ამ ერთი კვირის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები და ეწყობოდა აქციები, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, რომ ეს დროებითი, მხოლოდ ერთკვირიანი პერიოდი იყო.

შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ანუ ხვალიდან, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს. გამონაკლისი შემთხვევები იმ ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი