საინფორმაციო კამპანია ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ

13 დეკემბერი 2018, 00:00 1216 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია გრძელდება. დღეს მოსწავლეებთან შეხვედრა საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა.

მოზარდებს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში მაიკლ გრანტი შეხვდა. მან პრობლემის აქტუალობაზე, კიბერ ბულინგზე, მის შედეგებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე  ისაუბრა.  

შეხვედრას აჭარის მთავარი პროკურორი ესწრებოდა.  “არა ბულინგს“  -  ამ სლოგანით იმართება კვირეული, რომლის ფარგლებშიც  შემეცნებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდა. კამპანია საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება. პროკურატურის ორგანიზებით, აქტივობები  საქართველოს 7 ქალაქში ტარდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი