სანაპირო კურორტებზე ხვალ გამოიდარებს

13 დეკემბერი 2018, 00:00 2033 ნახვა

ბათუმში დღეს მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს. ტემპერატურა კი +7, +9 გრადუსი იქნება.

სანაპირო კურორტებზე ხვალ, 14 დეკემბერს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. აჭარის მთიან რაიონებში კი 15 დეკემბრამდე თოვლიანი და ცივი ამინდი შენარჩუნდება.

დღეს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ინტენსიურად ვრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. დაბლობსა და ბარში წვიმს, მთიან და მაღალმთიან ზონაში კი თოვს.

წვიმიანი ამინდი ღამითაც შენარჩუნდება, ხვალ დღისით კი გამოიდარებს. ზამთრის კურორტებზე კი მომდევნო ორი დღის განმავლობაში კვლავ ითოვებს. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი