2019 წელს დაგეგმილი პროგრამები გააცნო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს. ტიტე აროშიძემ ისაუბრა უწყების მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტსა და 2019-22 წლების სამოქმედო გეგმაზე.
მომავალი წლის სამინისტროს ბიუჯეტი 14 მილიონ 205 ათას ლარზე მეტია, რომლიდანაც 9 მილიონ 603 ათას 465 ლარი სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოხმარდება, დანარჩენი კი გარემოს დაცვისა და სატყეო-სამეურნეო კუთხით დაიხარჯება.
სულ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს 13 პროგრამას და 21 ქვეპროგრამას განახორციელებს. მრჩეველთა საბჭო, მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. მასში როგორც დარგის სპეციალისტები ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული.