დაზარალებულთა კვირეულის ფარგლებში საქართველოს და აჭარის პროკურატურის წარმომადგელები სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ხვდებიან. მეორე საჯარო სკოლაში უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ბულინგისა და კიბერბულინგის შესახებ ისაუბრეს.
ბულინგის შესახებ ფილმის ჩვენება იგეგმება იუსტიციის სახლში, რომელსაც მოზარდები დაესწრებიან. შეხვედრები ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა სკოლაში გაიმართება.