გონიოში ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინიციატივით, გამწვანების აქცია მოეწყო. ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ გადაცემული 140-მდე სხვადასხვა ხემცენარის ნერგი დაირგო.
აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა დაწესებულება და ქალთა კლუბმა მიიღო. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი აქციები ეტაპობრივად გაგრძელდება.