„პერიოდი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს გავიარეთ, იყო გამოცდა, ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა“-აღნიშნა დღეს ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.
ილია მეორემ მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდა, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ. როგორც აღნიშნა მას იმედი აქვს, რომ ხალხი ღირსეულად შეხვდება პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციას.