აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა განაახლა

26 ნოემბერი 2018, 00:00 2181 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა განაახლა. დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მაუწყებლობა შეწყვეტილი იყო. შენობაში, სადაც ტრანსფორმატორია განთავსებული, მოკლე ჩართვა მოხდა და ძლიერი დაკვამლიანება იყო. ტელეკომპანიიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. 

ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

დაზიანებული ელექტროსადენები სპეციალისტებმა შეაკეთეს. ადგილზე ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' წარმომადგენლებიც მივიდნენ. 

ამავე კატეგორიაში