როგორ გადანაწილდება საბიუჯეტო თანხა ქობულეთში?

25 ნოემბერი 2018, 00:00 1481 ნახვა

9 მილიონ ლარზე მეტი იქნება, ქობულეთის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების ბიუჯეტი. 632 600 ლარით ფინანსდება აიპი „ქობულეთის წყალი„ 20 წყალსადენის, ამდენივე სათავე ნაგებობის  და 38 რეზერვუარის  გამართული მუშაობა უნდა უზრუნველყოს. 290 700  ლარი დაიხარჯება 2019 წელს აიპი ჯანდაცვისა და სოციალური  სერვისების ცენტრისთვის. 3 მილიონზე მეტია ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი. თანხით აიპმა მატერიალურ ტექნიკური ბაზა უნდა შეავსოს.

გათვალისწინებულია ორი ბაღის რემონტიც .  აიპი გამწვანების სამსახურის 2019 წლის გეგმაში  არსებული მცენარეების მოვლასა და  მწვანე საფარის გაცელვასთან ერთად 100 ხის დარგვა და ქალაქში სულ  200 -300 კვადრატულ მეტრზე ერთწლიანი  ყვავილების გაშენება შედის. აიპების ბიუჯეტთან დაკავშირებით  პრეტენზიები აქვთ ოპოზიციაში,მერაბ ცინცაბაძე ბაღების გაერთიანების ბიუჯეტს არასაკმარისად მიიჩნევს და პრიორიტეტების არასწორ განაწილებაზე საუბრობს. მერიაში კი აცხადებენ , რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ჯერ დამტკიცებული არ არის ამიტომ შენიშვნებს მერია შეძლებისდაგვარად ჩაასწორებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში