მდინარე ყოროლისწყლის ნაპირის გამაგრებას 10 წელია ითხოვენ

22 ნოემბერი 2018, 00:00 2224 ნახვა

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტშიც არაა გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც თამარის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს მდინარის ადიდებისას წყლის მოვარდნისგან დაიცავს. არადა ამას ხალხი უკვე 10 წელია ითხოვს.  

მდინარესთან ახლოს მცხოვრები ოჯახები ყოველი გაწვიმებისას დგანან საშიშროების წინაშე, ხშირად იტბორება მათი საკარმიდამო ნაკვეთი. მერია ამ ეტაპზე გოლოგიურ დასკვნას ელოდება, ამის შემდეგ აპირებს განსაზღვროს თუ რა სახის სამუშაოები განახორციელოს.

აჭარის გეოლოგიურ სამმართველოში კი გვეუბნებიან რომ მერიიდან  მიმართვა ამ დრომდე არ შესულა. რაც არ უნდა იყოს - ისმის კითხვა რატომ ვერ მოხერხდა ყოველწლიური პრობლემის ფონზე, საკითხის დროული შესწავლა და პრობლემის მოგვარება ქალაქის მთავრობამ? 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი