ბათუმის ''დინამო'' ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

22 ნოემბერი 2018, 00:00 3548 ნახვა

ბათუმის „დინამო“ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა – ლიგა 2-ის 33-ე ტურში ბათუმის გუნდმა  თბილისში „ნორჩ დინამოსთან“ გასვლითი შეხვედრა 2:1 მოიგეს და მთავარი ქართული ლიგის საგზური სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მოიპოვეს. ანგარიში მეორე წუთზე თბილისელთა თავდამსხმელმა გიორგი კახელიშვილმა გახსნა.

ბათუმელებმა წონასწორობა 32-ე წუთზე ამირან აბუსელიძის გოლით აღადგინეს, ხოლო 90+1 წუთზე დინამოელმა გაბრიელ რამოსმა გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1) და გუნდს ეროვნული ლიგის საგზური მოუტანა.მეორეადგილოსანმა „ვიტ ჯორჯიამ“ გასვლაზე ქობულეთის „შუქურა“ ზურაბ მუსელიანისა (83 წუთი) და ნოდარ კიკნაველიძის (85) გოლებით 2:0 დაამარცხა და 59 ქულა დააგროვა.

ბათუმის „დინამოს“ კი 33 ტურის შემდეგ 70 ქულა გაუხდა, ფინიშამდე სამი ტურით ადრე კონკურენტებისთვის მოუწვდომელია და მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი