„საჯარო სივრცე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში“- იუსტიციის სახლებში C ჰეპატიტის სკრინინგი დაიწყო

17 ნოემბერი 2018, 00:00 2017 ნახვა

„საჯარო სივრცე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში“-პროექტის ფარგლებში ბათუმის იუსტიციის სახლში სწრაფი მარტივი ტესტი 746 პირმა ჩაიტარა, აქედან 29 კი პირველად სკრინინგ დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, მოქალაქეებს „იუსტიციის სახლის“ 12 ფილიალში, C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ. სწრაფი-მარტივი ტესტის შემდეგ კი, პასუხს შეტყობინების სახით, საკონტაქტო ნომერზე, იმავე დღის ბოლოს, SMS-ის სახით იღებენ. სკრინინგის მიმდინარეობას ბათუმში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაეცნენ.

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში