ლარსის მიმართულებით, საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, მოძრაობა აიკრძალა. ტერიტორიაზე ინტენსიურად თოვს და ჯვრის უღელტეხილზე ზვავსაშიშროებაა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში ამბობენ, რომ ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცხეთა-სატეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) – 107-ე კილომეტრამდეა (კობი) აკრძალული.
ნაწილობრივ შეიზღუდა გადაადგილება გუდაურის მიმართულებით. "მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება არის აკრძალული. მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ორი და მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია" - წერია შსს განცხადებაში.