ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

14 ნოემბერი 2018, 00:00 1760 ნახვა

რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება დღეს ევროპარლამენტმა 528 ხმით მიიღო,  წინააღმდეგი იყო 97 დეპუტატი. დოკუმენტში საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე ძირითადად დადებითადაა შეფასებული. შეფასებების ნაწილი ევროპარლამენტარებმა დებატებისას გააჟღერეს. საუბარი შეეხო არჩევნებს, კანდიდატებს და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

ამასთან ახსენეს წინასაარჩევნოდ მესამე სექტორზე თავდასხმა, ასევე გამოყენებული სიძულვილის ენა კანდიდატების მისამართით. ევროკავშირი შეეხო ელიტურ კორუფციასაც და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შექმნას დამოუკიდებელი და ეფექტური საგამოძიებო მექანიზმი. ამასთან გადაჭრას  შრომით უფლებებთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. კანონის უზენაესობასა და ეფექტურ მმართველობასასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, რეზოლუციაში საუბარია ადამიანის უფლებებზეც, სადაც პირველი პარაგრაფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი