როგორი იქნება ქობულეთის მომავალი წლის ბიუჯეტი?

11 ნოემბერი 2018, 00:00 1802 ნახვა

ქობულეთის მერია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. წინასწარი მონაცემებით მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 29 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ქობულეთი ცენტრალური ხელისუფლებიდან 1 მილიონ რვაასი ათასზე მეტ ლარს, აჭარის მთავრობისგან კაპიტალური ტრანსფერის სახით კი  საწყისი მონაცემით 14 მილიონ 900 ათასი ლარს  მიიღებს. ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით გამოყოფილი მილიონ 200 ათასი ლარი კი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების თანადაფინანსებას უნდა მოხმარდეს.

მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გასული წლების მსგავსად პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია. მირიან ქათამაძემ პრიორიტეტად ჯანდაცვა და სოციალურ საკითხებიც დაასახელა. მუნიციპალიტეტის მერი ახალი პროგრამების დამატებასაც არ გამორიცხავს. ბიუჯეტის პროექტის დასრულების შემდეგ  დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყობა. შემდეგ კი საკრებულოზე განიხილავენ

ამავე კატეგორიაში