ბსუ–ში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ​ დღეს ვერ აირჩიეს

09 ნოემბერი 2018, 00:00 3109 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ვერ აირჩიეს. ერთ კვირაში მეორე ტური გაიმართება. 

პრეზიდენტობისთვის კენჭისყრაში ორი კანდიდატი ირაკლი კოჩალიძე და შალვა ილარიშვილი  მონაწილეობდნენ. ვერცერთმა კანდიდატმა 48 ხმის ვერ მიიღო, რაც გამარჯვებისთვის იყო საჭირო. 

შალვა ილარიშვილმა 37, ხოლო ირაკლი კოჩალიძემ 36 სტუდენტის მხარდაჭერა მოიპოვა. 

არჩევნებში 7 ფაკულტეტის 94 სტუდენტი მონაწილეობდა. ისინი თვითმმართველობის წევრები არიან. 

ახალ პრეზიდენტს 8 თვის ვადით აირჩევენ. მეორე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 32 ხმა სჭირდება.

რა ხდება შენობის მიღმა, მაშინ როცა კომისიის წევრები ხმებს ითვლიან. 

კანდიდატები შედეგების მოლოდინში.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი