წყალმომარაგებაში შეზღუდვებია. ''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს 23:00 საათიდან, 10 ნოემბრის 06:00 საათამდე, წყლის მიწოდება რამდენიმე ქუჩის აბონენტს შეუწყდება.
➡ ლერმონტოვის, თაყაიშვილის, და გრიბოედოვის ქუჩებს - ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
➡ მამია კომახაძის და გ.ბრწყინვალეს ქუჩებს - ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების მონაკვეთში;
➡ პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩებს - ს. ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების მონაკვეთში;
➡ ჯავახიშილის ქუჩას - აბუსერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
➡ სარაჯიშვილის ქუჩას, გრიბოედოვის, ჯავახიშვილის I და II შესახვევებს.
კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია SMS შეტყობინების სახით უკვე მიაწოდეს.