13 წლის წინ გასხვისებული სასტუმროები ''კოლხეთი'' და ''ივერია'' მიტოვებულია

08 ნოემბერი 2018, 00:00 3157 ნახვა

რა ბედი ელის ქობულეთში ყოფილი სასტუმროების „ივერიისა“ და „კოლხეთის“ შენობებს? „კოლხეთი“, რომელსაც „ინტურისტის“ სახელითაც იცნობენ, 2005 წელს კახი კალაძემ შეისყიდა, რომელიც ახლა თბილისის მერია. მას ვადა მომავალი წლის ბოლომდე აქვს, იმისთვის რომ ობიექტს ძველი ფუნქცია დაუბრუნოს.

საფრთხის შემცველია კიდევ ერთი ყოფილი სასტუმრო - „ივერიის“ ტერიტორიაზე შესვლა დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელია, შენობა კი ავარიულია. მფლობელი ფიზიკური პირია, რომელთან დაკავშირებაც ვერ შევძელით. ქობულეთის მერიაში კი გვეუბნებიან რომ იგი რამდენიმეჯერ დააჯარიმეს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში