ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტომობილი დაიწვა ​

08 ნოემბერი 2018, 00:00 3366 ნახვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 

ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. 

არსებული ინფორმაციით ავტომობილის ძრავას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. მძღოლმა დასახმარებლად შესაბამისს სამსახურებს მიმართა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ წუთებში სახანძრო სამსახურის თანამშრომლები საავტომობილო გზას აწესრიგებენ. დამწვარი ავტომობილი ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს. 

ფოტო არქივი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში