ბიძინა ივანიშვილის სამი გზავნილი ''გულგატეხილ'' ამომრჩეველს - რაზე აკეთებს აქცენტს

05 ნოემბერი 2018, 00:00 2324 ნახვა

1  პენსიონრებისა და დევნილების შემწეობების გადახედვა

2.   საკადრო ცვლილებები მთავრობასა და პარტიაში

3.  "ქართული ოცნების" ძველი გვარდიელები წინასაარჩევნო "ბრძოლაში" ჩართვა, რომლებსაც ღვაწლი დამსახურების მიხედვით აუნაზღაურდებათ 

 "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს ამ მესიჯებს უგზავნის. 

ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ ვიდეოში ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა, ხოლო განსაკუთრებულად იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც მისი თქმით გულგატეხილები არიან. 

"მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი! მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების; მესმის, რომ უკმაყოფილონი ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა; მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ,  რომ ზოგიერთი მოხელე, ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს; უკმაყოფილონი ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა; 

ბევრი თქვენგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე. დღეს არ ვაპირებ ვისაუბრო არც იმ 9-წლიან რეჟიმზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა უფლება, ყველა ღირსება, და ეს ბევრმა თქვენგანმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იწვნია" - ამბობს ბიძინა ივანიშვილი. 

მისივე თქმით, შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა, ოპონენტები კი "სიცრუის მანქანით" ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას: "მათ შეცდომების გასწორება არ სურთ! მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად! ... ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია" .

ივანიშვილი ამბობს, რომ წარმატებების პარალელურად მთავარ გამოწვევად რჩება სიდუხჭირე. "არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონრებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!

სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც  დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და  მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკურებით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში!

მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება,  თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით  ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!" - ამბობს მიმართვაში ივანიშვილი. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი