როდის გაიხსნება ახალი საბავშვო ბაღი შუახევში?

04 ნოემბერი 2018, 00:00 1360 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტს 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შეემატება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება  ყოფილი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე განთავსდება.

სამუშაოები თითქმის დასრულებულია, დარჩენილია ფასადის მოპირკეთების სამუშაოები და ინვენტარიზაცია. პროექტისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 104 ათასი ლარი გამოიყო. 

ამავე კატეგორიაში