ხუთდღიანი ვადა ციტრუსის დასაზღვევად

31 ოქტომბერი 2018, 00:00 1661 ნახვა

5 დღე აქვთ ფერმერებს იმისთვის რომ ციტრუსის ბაღები რისკებისგან დააზღვიონ, სწორედ ამ ვადაში უნდა მოასწრონ და ორ სადაზღვევო კომპანიას შორის არჩევანი გააკეთონ ,ასევე მიმართონ.

ერთ ჰექტარ მიწაზე მათ დაახლოებით 450 ლარის გადახდა მოუწევთ, ეს საერთო ღირებულების 30 პროცენტია, დანარჩენს კი სახელმწიფო გადაიხდის აგრო-დაზღვევის პროგრამის ფარგლებში.

დაზღვევა სეტყვით, წყალდიდობით და საშემოდგომო ყინვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს და ვრცელდება მხოლოდ 30 ნოემბრამდე პერიოდზე. აუცილებელი მოთხოვნა კი შემდეგია: მიწა უნდა იყოს რეგისტრირებული, რაც დაბრკოლებას უქმნის ფერმერთა ნაწილს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში