ბათუმში თატრების, მუსიკალური ცენტრებისა და მუზეუმების ადაპტირება იწყება

26 ოქტომბერი 2018, 00:00 2449 ნახვა

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კულტურული დაწესებულებებისთვის ადაპტირების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ ეტაპისთვის 48 ათას ლარად 8 კულტურული დაწესებულების საპროექტო-სახარჯღთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეიძინა.

შემდეგი წლიდან ეტაპობრივად დაიწყება: ბათუმის თოჯინებისა და მზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ბათუმის მუსიკალური ცენტრის, სამუსიკო სკოლის, აჭარის ხელოვნების, რელიგიის, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის და  მემედ აბაშიძის მუზეუმების ადაპტირება. სამუშაოები მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაიწყება.

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში