ზაზა სარალიძის პროტესტს რუსთაველზე დედა გააგრძელებს

26 ოქტომბერი 2018, 00:00 1930 ნახვა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ზაზა სარალიძის დედა გაუძღვება. მარინა ბრეგაძე დღეს პარლამენტის შენობასთან მივიდა. ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება და ის აქციზე 24 საათის განმავლობაში დარჩება. 

'' 50 დღეა სამართალდამცველები ზაზას პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდნენ, მთავრობა თუ ვინ, არ ვიცი. დღეს ეს მოახერხეს. კი ბატონო დააკავეს ზაზა, მე ბევრჯერ მითქვამს სოციალურ ქსელში, ასე საჯაროდ არ გამოვსულვარ, მაგრამ იცოდეთ ჩვენ არ გავჩერდებით.  მას უკან ოჯახი და დიდი წრე ჰყავს, ვინც ზაზას მოსაზრებებს იზიარებს. ამ პროტესტს გავაგრძელებთ. აქ ვიქნები დღე და ღამე. ზაზას ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, რომ 24 საათის განმავლობაში აქციაზე ყოფილიყო, ამიტომ სახლში მოდიოდა რამდენიმე საათით. მე სულ აქ ვიქნები'' - თქვა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ბებიამ.

ზაზა სარალიძე დღეს დილით დააკავეს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები სარალიძეს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც შვილმოკლული მამა მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.  

ამ წუთებში ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაშია იმყოფება. ადვოკატის თქმით, საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი ემოციური ფონი და მაღალი არტერიული წნევა გახდა. 

 

ამავე კატეგორიაში